ინდოეთში ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა

ინდოეთის შტატ უტარ-პრადეშში ნისლისგან გამოწვეული არასაკმარისი ხილვადობის გამო ავტობუსი გაზის ავზს შეეჯახა, რის შედეგადაც 7 ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა. ინფორმაციას NDTV ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, შესაძლოა გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს. დაშავებულები ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევის ადგილზე კვლავ პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული.