ინდოეთში ავტობუსი დაიწვა, არის მსხვერპლი

ინდოეთში ავტობუსს, რომელიც ქალაქ ბანგალორში მიემართებოდა, ცეცხლი გაუჩნდა. ინციდენტის შედეგად სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ სააგენტო Xinhua წერს. 

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ორი ბავშვი და ქალია. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

ინციდენტის მომენტში ავტობუსში 32 ადამიანი იმყოფებოდა.