ინდოეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 92,605 შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, COVID-19-ის 92 605 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 1 113 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ბოლო ორი კვირაა, ინდოეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა დღიური მაჩვენებელი 1000-ზე მაღალია.

COVID-19-ის პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ვირუსი ინდოეთში 5.4 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. 

ინდოეთში კორონავირუსით ჯამში 86 752 ადამიანია გარდაცვლილი. 

გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 4.3 მილიონს შეადგენს.