ინდოეთში COVID-19-ის მედიკამენტებზე გადასახადის გაუქმებას ითხოვენ

ოპოზიციური პარტია "ინდოეთის ნაციონალური კონგრესი" ქვეყანაში კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე წამლებზე, ვაქცინებზე, აპარატურასა და მედიკამენტების წარმოებისთვის აუცილებელ ნედლეულზე მაღალი გადასახადის გაუქმებას ითხოვს.

პარტიის წარმომადგენელთა განცხადებით, გადასახადები არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეებს სხვა და სხვა სახის შეღავათები და სარგებელი დაუწესონ. მაშინ, როდესაც მოქალაქეებმა აუცილებელ საქონელზე სარგებელი გადასახადის პირდაპირ გაუქმებით შეიძლება მიიღონ, ხელისუფლებამ ეს უნდა გააკეთოს.