ინდოეთში COVID-19-ის სამკურნალოდ ნაკელს იყენებენ - VIDEO

ინდოეთიში კორონავირუსის სამკურნალოდ ძროხის ნაკელს იყენებენ. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს. 

სააგენტოს ცნობით, ადგილობრივები კვირაში ერთხელ ძროხების სადგომში მიდიან და სხეულს ნახირის ფეკალიებით იფარავენ. ინდოელებს მიაჩნიათ, რომ ეს მეთოდი იმუნიტეტის გაძლიერებას შეუწყობს ხელს, რაც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმარებათ.

აღნიშნულ მეთოდს ინდოელი ექიმებიც კი მიმართავენ. მათი თქმით, საქონლის ფეკალიებით სხეულის დამუშავება გასულ წელს მათ დაავადების თავიდან აცილებაში დაეხმარა.

თავის მხრივ, მეცნიერები ინდოეთის მოსახლეობას მოუწოდებენ, მკურნალობის ალტერნატიული მეთოდის გამოყენებისგან თავი შეიკაონ. ასევე არსებობს შეშფოთება, რომ ამ პრაქტიკამ შეიძლება ვირუსის გავრცელებას შეუწყოს ხელი. 

ინდუიზმში ძროხა სიცოცხლისა და სიწმინდის სიმბოლოა. ძროლის ნაკელს საუკუნეების განმავლობაში რელიგიური რიტუალებისთვის იყენებდნენ და თვლიდნენ, რომ მას სამკურნალო თვისებები აქვს.

ინდოეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფექცია კიდევ 329 942 პირს დაუდასტურდა. ქვეყანაში COVID-19-ით სულ 22.99 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. გასული დღე-ღამის განმავლობაში დაავადებას კიდევ 3 876 ადამიანი ემსხვერპლა, რითაც დაღუპულთა რიცხვი 249 992-მდე გაიზარდა.