ინდოეთში Covid-19-ით 24 საათში 5,6 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 5,6 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა, რაც დღე-ღამეში ვირუსის გამოვლენის ყველაზე მაღალი შემთხვევა იყო. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 106 750-ს მიაღწია, 3 303 ადამიანი დაიღუპა. 42 297 გამოჯანმრთელდა.

ინდოეთმა ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით დაწესებული საგანგებო მდგომარეობა 31 მაისამდე გაახანგრძლივა.