ინდოეთში COVID-19-ით 24 საათში 9,9 ათასზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ინდოეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 9,9 ათასზე მეტი პირი დაინფიცირდა. ბოლო დღე-ღამეში 279 ადამიანი გარდაიცვალა.

ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 276 583-ს მიაღწია, 7 466 ადამიანი დაიღუპა. 135 205 გამოჯანმრთელდა. მკურნალობას 7745 პაციენტი აგრძელებს.