ინდოეთში COVID-19-ით ერთ დღეში 69 878 პირი დაინფიცირდა

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდულად - 69 878-ით გაიზარდა. ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2 975 701-ს შეადგენს.

გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 2 222 577-ს შეადგენს. ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსს 697 330 ადამიანი მკურნალობს.

ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე დაავადებას 55 794 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 945 გასული 24 საათის განმავლობაში.