ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 94,732 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რითაც ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4,754,356-მდე გაიზარდა. ამის შესახებ განცხადებას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსს 1,114 პაციენტი ემსხვერპლა, ქვეყანაში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე გარდაცვლილთა რიცხვი 78,614-ს აღწევს.
ქვეყანაში კორონავირუსისგან 3,702,595 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამჟამად, ინდოეთში ინფიცირების 973,147 აქტიური შემთხვევაა.