ინდოეთში COVID-19-ზე ერთ დღეში 350 000-მდე პირი აცრეს

ინდოეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გასული დღე-ღამის განმავლობაში 347 058 ადამიანს ჩაუტარდა. ამის შესახებ განცხადებას ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნავს, რომ ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა უფრო და უფრო იზრდება.

COVID-19-ზე ვაქცინაცია ინდოეთში 16 იანვარს დაიწყო. გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსზე 1 390 592 ადამიანი აიცრა.

ინდოეთის ხელისუფლება პირველ ეტაპზე 30 მილიონი ადამიანის ვაქცინაციას გეგმავს - 10 მილიონი სამედიცინო მუშაკი და 20 მილიონი რისკ ჯგუფში მყოფი პირი. გარდა ამისა, ვაქცინაცია ჩაუტარდებათ 50 წელს ზემოთ პირებს და 50 წლამდე ასაკის პირებს თანმხლები დაავადებებით.