ინდოეთში ძლიერ წვიმას 43 ადამიანი ემსხვერპლა - PHOTO

ინდოეთის უტარ პრადეშის პროვინციაში ძლიერი წვიმების შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა. დიდი რაოდენობით ნალექმა დატბორა უზარმაზარი ფართობები, გზები და საცხოვრებელი სახლები. მოსახლეობა მოვარდნილ წყალს თავს სახლის სახურავებზე აფარებდა.

სინოპტიკოსების ცნობით წვიმა დღესაც გაგრძელდება.