ინდოეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდოეთში, ასამის რეგიონში 6.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი (EMSC) ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ადგილობრივი დროით 2:21 საათზე, ქალაქ გუვაჰათიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 96 კილომეტრის დაშორებით, 40 კილომეტრ სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.