ინდოეთში ხანდაზმული ქალი თვითიზოლაციაში მყოფი პირის ნაკბენით გარდაიცვალა

ინდოეთში, საზღვარგარეთიდან დაბრუნებული მამაკაცი, რომელიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მოულოდნელად სახლიდან ნახევრადშიშველი გაიქცა და 80 წლის ქალბატონი სასიკვდილოდ დაკბინა. ამის შესახებ ინფორმაციას India Today ავრცელებს.

მამაკაცმა მის გვერდით მდებარე სახლთან მიირბინა და მის მეზობელ ქალს ყელზე, საძილე არტერიასთან, რამდენჯერმე უკბინა. ხანდაზმული ქალბატონი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს და დაზიანებების შედეგად მალევე გარდაიცვალა. 

დამნაშავე დაპატიმრებულია. პოლიციის ცნობით, კარანტინში ყოფნის შემდეგ მამაკაცი "ფსიქიურად არასტაბილური იყო".