ინდოეთში ხიდის ჩანგრევას 9 ადამიანი ემსხვერპლა

9 ადამიანი შეიწირა ინდოეთში, ხიმაჩალ-პრადეშის შტატში ხიდის ჩანგრევას. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხიდის ნგრევა მახლობლად მდებარე მთიდან ჩამოწოლილმა მეწყერმა გამოიწვია.

ხიდის ნგრევისას დაღუპული ადამიანები, უბედური შემთხვევის დროს მანქანით გადაადგილდებოდნენ. 

პოლიციის ცნობით, 9 დაღუპულის გარდა დაშავებულია კიდევ სამი ადამიანი.