ინდოეთში კორონავირუსის მსხვერპლთა რაოდენობამ 400 ათასს გადააჭარბა

ინდოეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 850-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. COVID-19-ით გარდაცვლილთა რიცხვმა ქვეყანაში 400 ათასმა გადააჭარბა.

ინდოეთი კორონავირუსის გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, გასული წლის მარტიდან, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსის პანდემია დაიწყო, ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 30,4 მილიონს გადააჭარბა, 29,5 მილიონზე მეტი გამოჯანმრთელდა, 400,3-ზე მეტი ათასი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის 509,6 ათასი ადამიანი მკურნალობს.

კორონავირუსის მეორე ტალღა ინდოეთში მიმდინარე წლის თებერვლის ბოლოს დაიწყო და 21 აპრილიდან 17 მაისამდე დაავადების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 300 ათასს აღემატებოდა.

ჯანდაცვის სამინისტროში ასევე განაცხადეს, რომ ვაქცინირებულთა რიცხვი იზრდება და უკვე ვაქცინირებულია 340 მილიონზე მეტი ადამიანი, რაც ქვეყნის მოსახლეობის თითქმის 24%-ს შეადგენს. აქედან 61,7 მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 5% სრულად, ორივე დოზით არის აცრილი.