ინდოეთში კორონავირუსის ვაქცინის საწარმოში ხანძარი გაჩნდა

ინდოეთის ვაქცინების ინსტიტუტის საწარმოში ხანძარი გაჩნდა, თუმცა ცეცხლს კორონავირუსის ვაქცინის წარმოების პროცესისთვის ხელი არ შეუშლია. მედიის ინფორმაციით ხანძრის შედეგად არც ვაქცინები დაზიანებულა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.