ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 13 000-ს გადააჭარბა

ინდოეთში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში სულ 13 387 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით 11 201 პაციენტი მკურნალობს, 1 748-მა კი საავადმყოფო უკვე დატოვა. 437 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საკარანტინო დრო 3 მაისამდე გახანგრძლივდა.