ინდოეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა

ინდოეთში, ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ქვეყანაში სულ 20 471 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით, ინდოეთში კორონავირუსით 15 859 პაციენტი მკურნალობს, 3959-მა კი საავადმყოფო უკვე დატოვა. 652 კი გარდაიცვალა.

ქვეყანაში საკარანტინო დრო 3 მაისამდე გახანგრძლივდა.