ინდოეთში კორონავირუსს 470 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვმა 470 ათასს გადააჭარბა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანმრთელობისა და ოჯახის კეთილდღეობის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ით 391 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის დაწყებიდან კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 470 115 შეადგინა.

ინდოეთში SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 34,6 მილიონს აჭარბებს. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში 9216 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ინფიცირებულთაგან 34 მილიონზე მეტი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, აქედან 8612 ბოლო 24 საათის განმავლობაში.