ინდოეთში კოვიდ-ჰოსპიტალში გაჩენილ ხანძარს 18 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, გუჯარათის შტატის ქალაქ ბჰარუჩიში COVID-19-ით ინფიცირებული პაციენტების საავადმყოფოში მომხდარი ხანძრის შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ Hindustan Times ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ხანძარი ოთხსართულიან საავადმყოფოში, ადგილობრივი დროით დილის 6:30 საათზე,  რეანიმაციულ განყოფილებაში გაჩნდა.

ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია. სამართალდამცავებმა ასევე აღნიშნეს, რომ ძლიერი ცეცხლი სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ერთ საათში ჩააქრეს და კლინიკიდან უსაფრთხოდ 50-მდე კოვიდპაციენტი გამოიყვანეს.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება