ინდოეთში, კოვიდკლინიკაში ხანძარს 5 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის გუჯარათის შტატში, სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანები მკურნალობდნენ, ხანძარი გაჩნდა. ინციდენტის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეარხი Zee News ავრცელებს.

აალება ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მოხდა, რადაც ამ დროს 11 პაციენტი იმყოფებოდა. 6 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა.

საავადმყოფოს თანამშრომლებმა ხანძრის ჩაქრობა მოასწრეს. პაციენტები სხვა სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

წინასწარი ინფორმაციით, ხანძრის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა. მიმდინარეობს გამოძიება.