ინდოეთში მატარებლის შეჯახების შედეგად 16 მუშა დაიღუპა

ინდოეთში მატარებლის შეჯახების შედეგად 16 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მუშები, რომლებმაც სამსახური ახალი კორონავირუსის გამო დაკარგეს ქალაქიდან სახლში ბრუნდებოდნენ. მათ მატარებლის რელსებზე ჩაეძინათ. როგორც რკინიგზის სამინისტროში განაცხადეს, მემანქანეებმა მუშების დანახვისას მატარებლის გაჩერება სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.