ინდოეთში მლოცველთა მასობრივმა ჭყლეტამ 12 ადამიანი იმსხვერპლა

ინდოეთში, ქაშმირში მდებარე სახალხო სალოცავში მომხდარ მასობრივ ჭყლეტაში 12 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება იტყობინება. 

მატა ვაიშნავ დევის სალოცავში ათიათასობით ინდუსი იყო შეკრებილი. ისინი მთიან ქალაქში ღმერთებს პატივს მიაგებდნენ. 

ადგილობრივი სამართალდამცველები აცხადებენ, რომ მათ დროულად იმოქმედეს და მლოცველებში წესრიგი დროულად აღდგა.