ინდოეთის მოსახლეობის 70% კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა The Indian Express წერს.
გამოცემის ცნობით, LocalCircles-ის მიერ მომზადებულ გამოკითხვაში მონაწილეობა 18 000-მა ადამიანმა მიიღო.
ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უფასო და ნებაყოფლობითი იქნება.
ინდოეთი კორონავირუსით ინფიცირებულთა მაჩვენებლით მსოფლიოში მეორე ადგილს იკავებს, აშშ-ის შემდეგ. ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 10 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო დაავადებას 145 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.