ინდოეთში ორი მიწისძვრა დაფიქსირდა

ინდოეთში სხვადასხვა სიმძლავრის ორი მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის სეისმოლოგიის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

4,8 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ანდამანის ზღვაში, ადგილობრივი დროით 10:31-ზე დაფიქსირდა. ის ქალაქ პორტ-ბლერიდან 250 კილომეტრში, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.

მეორე, 3,9 მაგნიტუდის მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი 4:55-ზე ჯამუსა და ქაშმირში დაფიქსირდა. ეპიცენტრი ქალაქ კატრადან 88 კილომეტრში მდებარეობდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება