ინდოეთში, საავადმყოფოში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ქალაქ აჰმედნაგარში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გაჩენილ ხანძარს 10 ადამიანი ემსხვერპლა.

Reuters-ის ცნობით, ტრაგიკული შემთხვევა სახელმწიფო ჰოსპიტალში მოხდა.

ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მყოფი 17 პაციენტიდან, მხოლოდ შვიდის გადარჩენა მოხერხდა. მძიმეა ორი გადარჩენილის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.