ინდოეთში, საკარანტინო სასტუმროში ხანძარს 7 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ანდრა პრადეშის შტატში მდებარე სასტუმროში გაჩენილ ხანძარს, რომელიც COVID-19-ის საკარანტინო ზონად გამოიყენებოდა, სულ მცირე შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.  

ინციდენტი ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათზე მოხდა. სასტუმროში დაახლოებით 22 პაციენტი მკურნალობდა. ამ დროისათვის სასტუმროში მყოფი ყველა პირი ევაკუირებულია.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ამი შაჰმა მომხდართან დაკავშირებით ღრმა მწუხარება გამოთქვა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებს გამოძიება დაადგენს.