ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, პენჯაბის შტატში სამსართულიანი კორპუსი ჩამოიშალა. ამის შესახებ სააგენტო ANI იუწყება.
"ამ დროისათვის მაშველებმა ორი ადამიანის გადარჩენა მოახერხეს. 6-7 ადამიანი ჯერ კიდევ ნანგრევების ქვეშ იმყოფება. მაშველები დაზარალებულთა ძებნას განაგრძნობენ", - ნათქვამია პენჯაბის ადმინისტრაციის განცხადებაში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შენობის ჩამონგრევა მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე სარემონტოებმა სამუშაოებმა გამოიწვია.