ინდოეთში სტიქიას 127 ადამიანი ემსხვერპლა

დასავლეთ ინდოეთში, მაჰარაშტრას შტატში, ძლიერი წვიმით გამოწვეულ მეწყერებსა და წყალდიდობას უკვე 127 ადამიანი ემსხვერპლა. 

გავრცელებული ინფორმაციით, დატბორილია ასობით სოფელი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა. 

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, მაჰარაშტრას შტატში მოსული ნალექის რაოდენობა რეკორდულია.

რამდენიმე დასახლებულ ადგილიდან მოსახლეობის ევაკუაცია გახდა საჭირო, გადავსებული კაშხლები წყალს ვეღარ იტევს, რის გამოც მათი გაშვებაა საჭირო.