ინდოეთში, წითელ ფორტში შესვლა ფრინველის გრიპის გამო შეზღუდულია

ინდოეთის ადგილობრივი ტელევიზიის ინფორმაციით, დელის ხელისუფლებამ ფრინველის გრიპის გამო, ისტორიული წითელი ფორტის შენობაში შესვლა აკრძალა.

შეზღუდვა 26 იანვრამდე იმოქმედებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი დახოცილი ყვავები იყვნენ, რომლებსაც ფრინველის გრიპი დაუდასტურდათ.

შეგახსენებთ, რომ წითელი ფორტი დელიში მდებარეობს და მუღალის პერიოდის ცნობილი არქიტექტურული ძეგლია. იგი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაშია შეყვანილი.