ინდოეთში წყალდიდობას 17 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთში, ოდიშის შტატში, წყალდიდობამ 17 ადამიანი იმსხვერპლა. სტიქიის ზონაში 3 256 სოფელი და 1,4 მილიონი ადამიანი მოჰყვა. დაზიანებულია 10 ათასზე მეტი სახლი. 2 ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

მუსონურმა წვიმებმა წყალსაცავებში წლის დონე აწია. ჰიდაკურის დამბის გახსნამ მიმდებარე ტერიტორიაზე სოფლების დატბორვა გამოიწვია.