ინდოეთში წყალდიდობას 470 ადამიანი ემსხვერპლა

ინდოეთის 8 შტატში, მუსონური წვიმებით გამოწვეული წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე 470 ადამიანი დაიღუპა. უბედური შემთხვევების უმეტესობა დასავლეთ ბენგალისა და ასამის შტატებში მოხდა. დიდი რაოდენობით ნალექმა მდინარე ბრაჰმანპუტრას ადიდება და ნაპირებიდან გადმოსვლა გამოიწვია. ასამის შტატში წყალმა გაანადგურა 33 ოლქი დატბორა, რასაც 33 ათასი ძირი ხის განადგურება მოჰყვა.

სერიოზულად დაზარალდა ასევე გუჯარათის, მაჰარაშტრასა და ბიჰარის შტატები.

სტიქიის ზონებში მოწყობილია 800 ბანაკი, სადაც ევაკუირებული მოსახლეობა გადაჰყავთ. ბანაკებში 2 მილიონამდე ადამიანია განთავსებული.