ინდოეთში წყალდიდობას სულ მცირე 20 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

ინდოეთის სამხრეთ ნაწილში, ტელანგანასა და ანდჰრა-პრადეშის შტატში ძლიერმა წვიმებმა წყალდიდობა გამოიწვია, რამაც სულ მცირე 20 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ამის შესახებ BBC წერს.

წყალდიდობის შედეგად დაიტბორა სახლები და ქუჩები. ვიდეოში ჩანს, როგორ დაცურავენ ავტომობილები ინდოეთის დატბორილ ქუჩებში.

ქვეყნის სინოპტიკოსების განცხადებით, ინდიეთში უამინდობა კვლავ გაგრძელდება, ამიტომ სამაშველო სამსახურებმა დაბალ ადგილებში ხალხის ევაკუაცია დაიწყეს.

ოფიციალური პირები მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. ტელანგანას შტატში ორდღიანი დასვენება გამოცხადდა.