ინდოეთში თვითმფრინავის ბორტზე ღამურა შეიპარა - VIDEO

ინდური "ბოინგი 777-300-ის" ბორტზე, რომელიც ნიუ-დელიდან ნიუარკის მიმართულებით მიფრინავდა ღამურა შეიპარა.

ინდოეთის სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, თვითმფრინავმა ჰაერში ნახევარი საათი გაატარა.

”საგანგებო სიტუაციის გამო, ფრენა AI-105 გადაიდო და თვითმფრინავი დელიში დაბრუნდა. ჩამოსვლისთანავე ცნობილი გახდა, რომ ეკიპაჟის წევრებმა კაბინაში ღამურა დაინახეს. აეროპორტში ველური ბუნების დაცვის ოფიცრები  მივიდნენ, რომლებმაც ღამურა დაიჭირეს”, - აცხადებენ ინდოეთის ავიაციის ადმინისტრაციაში.