ინდოეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები

ინდოეთში პიროტექნიკის ქარხანაში აფეთქება მოხდა, 14 ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნანგრევებში შესაძლოა 50-მდე ადამიანი იმყოფებოდეს.

აფეთქების ტალღამ ახლომდებარე სახლები და ავტომობილები დააზიანა.

ამჟამად ადგილზე სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.