ინდონეზიაში 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის აღმოსავლეთ ნაწილში 5,5 მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

მიწისძვრის ეპიცენტრი დასახლებული პუნქტისგან 123 კილომეტრის მოშორებით, 10 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

მოგვიანებით მიწისძვრა კვლავ განმეორდა, ამდეჯრად მისმა სიმძლავრემ 4,9 მაგნიტუდა შეადგინა.

შესაძლო მსხვერპლის ან ზიანის შესახებ ინფორმაცია ამ დროისათვის არ ვრცელდება.