ინდონეზიაში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ს გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი კუნძულ სიმელუედან 16 კმ-ში, 20 კილომეტრის სიღრმეზე დაფიქსირდა.

ინფორმაცია მსხვერპლის ან ნგრევის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.