ინდონეზიაში 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრის (EMSC) ცნობით, ინდონეზიის სანაპიროებთან  6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ჩრდილოეთ სუმატას პროვინციაში, ქალაქ პადანგსიდემფუანის სამხრეთ-დასავლეთით 299 კილომეტრის დაშორებით, 12 კილომეტრ სიღრმეზე დაფიქსირდა.

ამ დროისათვის, შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.