ინდონეზიაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთიდან მონაცემები ამოიღეს

ინდონეზიელმა სპეციალისტებმა იავას ზღვაში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთიდან მონაცემების წარმატებით ამოღება შეძლეს. ექსპერტების თქმით 330-ვე პარამეტრი კარგად არის შენახული. მათი გაშიფრვის შემდეგ ცნობილი გახდება კატასტროფის მიზეზები და ტრაგიკული შემთხვევის დეტალები.

ინდონეზიის ავიაკომპანიის Boeing 733-მაკატასტროფა 9 იანვარს, აფრენიდან მალევე განიცადა. სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე 62 ადამიანი, მათ შორის 10 ბავშვი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა

ხომალდი რეისს ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკის მიმართულებით ასრულებდა, როდესაც რადარებიდან გაქრა. გავრცელებული ინფორმაციით აფრენის დროს თვითმფრინავი ჭექა-ქუხილის გამო ძლიერი ტურბულენტობის ზონაში აღმოჩნდა.

სამძებრო და სამაშველო ჯგუფმა თვითმფრინავის ავარიის ადგილი და მისი ნამსხვრევები იავას ზღვაში 23 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს.