ინდონეზიაში ტყის ხანძრების საქმეზე 345 ადამიანი და 17 კომპანიაა ეჭვმიტანილი

გამოძიება ვარაუდობს, რომ ინდონეზიაში ტყის ხანძრების განზრახ გაჩენაში 345 ადამიანი და 17 კომპანიაა ეჭვმიტანილი. 

ქვეყნის ნაციონალური პოლიციის კომისრის, ასეპ ადი საპუტრას ცნობით, სამართალდამცავები 147 ფაქტს იძიებს, რომელიც მასშტაბურ ხანძრებს უკავშირდება. 

92 საქმე პროკურატურას უკვე გადაეცა.

სექტემბრის დასაწყისში ინდონეზიაში ტყეში ხანძრის განზრახ გაჩენის ბრალდებით 185 ადამიანი დააკავეს