ინდონეზიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიაში 7.4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. Report.ge-ს ცნობით, ამის შესახებ განცხადებას ევროპულ-ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრი ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ფლორესის ზღვაში, 12 კმ-ის სიღრმეზე მდებარეობდა.

ამ დროისათვის, შესაძლო მსხვერპლისა და ზიანის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება, თუმცა სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს, რომ ადამიანები ქუჩებში გარბიან.