ინდონეზიაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ინდონეზიის დასავლეთ სანაპიროსთან 5.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგები ქალაქ პადანგიდან 137 კილომეტრის დაშორებით, 23,1 კილომეტრ სიღრმეზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების, მსხვერპლის ან ცუნამის საშიშროების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.