ინდონეზიაში გაუჩინარებულ ბოინგზე 62 ადამიანი იმყოფებოდა

ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სავარაუდოდ 62 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 10 ბავშვი. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

ინდონეზიაში რადარებიდან გამქრალი Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს.

ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც რადარებიდან გაქრა.