ინდონეზიაში გაუჩინარებული ბოინგის მგზავრების ცხედრებს მიაკვლიეს - PHOTO

ინდონეზიაში რადარებიდან გამქრალი Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის მგზავრების ცხედრების ფრაგმენტებს მიაკვლიეს. ამის შესახებ დედაქალაქის სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელმა უმარ შაჰაბმა განაცხადა.

"ცხედრების ფრაგმენტები ნაპირზე გადაიტანეს და დნმ-ის შედარების მიზნით მორგში გაგზავნეს. გარდა ამისა, ნაპოვნია რამდენიმე ფრაგმენტი, რომლებიც შეიძლება ბოინგს ეკუთვნოდეს", - აცხადებს უმარ შაჰაბი.

ამ დროისათვის, შემთხვევის ადგილს 10 გემი და 40-მდე მყვინთავი შეისწავლის. 

ცნობისთვის, ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის გაუჩინარებული სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე სავარაუდოდ 62 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 10 ბავშვი.

შეგახსენებთ, Boeing 733 ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკის მიმართულებით მიფრინავდა, როდესაც რადარებიდან გაქრა.