ინდონეზიაში გაუჩინარებული თვითმფრინავის ნამსხვრევებს ზღვაში მიაგნეს

ინდონეზიაში რადარებიდან გაუმქრალი Boeing 737-ის ტიპის სამგზავრო თვითმფრინავის ნამტვრევები სავარაუდოდ ჯაკარტის ჩრდილოეთით, ზღვაში აღმოაჩინეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლების განცხადებით, თვითმფრინავის ნაწილები ზღვაში მეთევზეებმა იპოვნეს. 

შეგახსენებთ, ავიაკომპანია Sriwijaya Air-ის თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც ჯაკარტადან ქალაქ პონტიანაკის მიმართულებით მიფრინავდა დაახლოებით 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავი რადარებიდან აფრენიდან 4 წუთის შემდეგ გაქრა.