ინდონეზიაში მომიტინგეები შენობებს წვავენ

ინდონეზიის პროვინცია პაპუაში ასობით მომიტინგე საცხოვრებელ და საოფისე შენობებს წვავს.

ადგილობრივი პოლიციის უფროსის, ალბერტ როჯას თქმით, პროტესტის მიზეზი ინფორმაცია გახდა, რომ ერთ-ერთი სკოლის მასწავლებელი მოსწავლეებს „მაიმუნებს“ ეძახის.

მისი თქმით, უკმაყოფილო მოქალაქეები ადგილობრივი ხელისუფლების შენობებში, მაღაზიებსა და საცხოვრებელ სახლებში ხანძრებს აჩენენ.

სამართალდამცავების თქმით, გამოძიების შედეგად რასიზმის ფაქტი არ დადასტურდა, თუმცა საზოგადოებაში მღელვარება არ ქრება.