ინდონეზიაში ყოფილ მინისტრს 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს

ინდონეზიის სოციალურ საქმეთა მინისტრს, ჯულიარი ბატუბარას 12 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. მას COVID-19-ის პანდემიის დროს დახმარების ფარგლებში საქონლის შესყიდვებისას მექრთამეობაში ადანაშაულებენ. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ჯაკარტის ანტიკორუფციული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მაღალჩინოსანი სოციალური დახმარების პაკეტებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შესყიდვების დროს $2,25 მილიონის ოდენობის ე.წ. "ატკატის" აღებაში დამნაშავედ ცნეს.

სასამართლომ ყოფილი მინისტრი $6,73 მილიონით დააჯარიმა და დამატებით კიდევ $1,95 მილიონის გადახდა დააკისრა.

გარდა ამისა, სასჯელის მოხდის შემდეგ მას 4 წლით სახელმწიფო თანამდებობის დაკავება ეკრძალება.

ბატუბარას ადგოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.