ინდონეზიაში სემერუს ვულკანის ამოფრქვევისას ადამიანი გაუჩინარდა

ინდონეზიის სტიქიურ უბედურებებთან ბრძოლოს სააგანტოს ცნობით, სემერუს ვულკანის ამოფრქვევისას ადამიანი გაუჩინარდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN Indonesia ავრცელებს.

მონიტორინგის მონაცემებით, ცხელი ღრუბლები სემერუს ვულკანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 2500 მეტრის მანძილზე დაფიქსირდა.

ინდონეზიის ვულკანოლოგიის ცენტრმა საზოგადოებას მოუწოდა, ვულკანს ერთი კილომეტრის რადიუსში არ მიუახლოვდეს. მოსახლეობა ასევე ზვავის ჩამოწოლის შესახებ გააფრთხილეს.