ინდონეზიაში ციხეში გაჩენილ ხანძარს 40 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, ტანგრანგში, ბანტენის პროვინციაში, ციხეში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 41 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, 8 პატიმარი სერიოზულად დაშავდა, ხოლო 72-მა მიიღო სერიოზული ტრავმები.

გამოცემის ცნობით, ციხის შენობაში ხანძარი ოთხშაბათს ღამით დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.