ინდონეზიაში წყალდიდობას 23 ადამიანი ემსხვერპლა

ინდონეზიაში, კუნძულ ფლორესზე, ძლიერი წვიმების შედეგად გამოწვეულ წყალდიდობას 23 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Reuters წერს.

სააგენტოს ცნობით, დაღუპულთა გარდა არიან დაშავებულებიც, კერძოდ, სტიქიის შედეგად ჯანმრთელობის დაზიანება 9 ადამიანმა მიიღო, ხოლო კდიევ 5 მაცხოვრებელი უგზო-უკვლოდ დაიკარგა. 

სტიქიამ სულ მცირე 49 ოჯახი დააზარალა. სოფელ ლამანელში ათობით სახლი დაიტბორა. კუნძულზე შეწყვეტილია ელექტროენერგიის მიწოდება. დატბორილია პრეზიდენტის სასახლეც.

გავრცელებულთა ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ორი წლის ბავშვიც იყო.